გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართება
გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.
პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრებიან.
პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარია, რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად აღდგება მოედნის მიმდებარედ 30-მდე შენობა-ნაგებობა.