გუდაუთაში დისლოცირებული რუსი სამხედროები, 9 მაისს, ოკუპირებული აფხაზეთის ქუჩებში ომის პერიოდის მუსიკის თანხლებით ჩაივლიან
გუდაუთაში დისლოცირებული რუსი სამხედროები, 9 მაისს, ოკუპირებული აფხაზეთის ქუჩებში ომის პერიოდის მუსიკის თანხლებით ჩაივლიან.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სამხრეთის სამხედრო ოლქზე დაყრდნობით აქვეყნებს.
გავრცელებული ცნობით, რუსი სამხედროები ვეტერანებს მიულოცავენ და მემორიალურ ძეგლებს ყვავილებით შეამკობენ.