გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, სამთო სათხილამურო კურორტზე ქართველ დამსვენებლებთან ერთად უცხოელი ტურისტებიც მრავლად არიან.
გუდაურში 22 სასრიალო ტრასაა. ტრასების უმრავლესობამ დღეს დაიწყო ფუნქციონირება. კურორტზე სხვადასხვა გასართობი ღონისძიება მიმდინარეობს.
სეზონის გახსნაზე ჩასული სტუმრების განწყობაზე ქართველი დიჯეებიც ზრუნავენ.