უბედურ შემთხვევას ფილიპინელი ტურისტი ემსხვერპლა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ფილიპინების მოქალაქე ბ. მ. ინსტრუქტორთან ერთად პარაპლანით გუდაურიდან გამოფრინდა, ღუდის ხეობაში კი მართვა დაკარგეს და მდინარე არაგვში ჩავარდნენ.
მომხდარის შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში, ღუდის ხეობაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა სტაბილურია, მას ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.