გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 94-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 94-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„გუდაურში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრთან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სამაშველო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.