გუდაურში, სადაც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა
გუდაურში, სადაც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩავიდა.
ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ადგილზე იმყოფება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური.
გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე რვა პირი იმყოფებოდა.