საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლის 22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით, გუდაურში ფასდაკლების კვირეული გაიმართება.
კვირეულში 12 სასტუმროა ჩართული – „ედელვაისი“, „კარპე დიემ გუდაური“, „მარკო პოლო“, „აბუ გუდაური“, „გუდაური ლოჯი“, „ბესტ ვესტერნ გუდაური“, „სნოუ რუმსი“, „დონატა გუდაური“, „გუდაურა“, „ალპინა გუდაური“, „გუდაური ინნ“, „შინო“.
სასტუმროს ოთახზე ფასდაკლების მისაღებად საჭიროა, მომხმარებელმა შერჩეული სასტუმროს ნომერზე დარეკვით წარადგინოს კოდი სიტყვიერად GUDAURI2020, რის შემდეგაც მიიღებს ფასდაკლებას შესაბამისი ნომრის კატეგორიაზე.
ამასთან, ორდღიან სასრიალო აბონემენტზე 30 პროცენტიანი ფასდაკლება იმოქმედებს.
ფასდაკლების მისაღებად საჭიროა, მომხმარებელმა კურორტზე არსებულ ორ სალაროში – „პირველ საბაგიროსთან“ და „გუდაურას“ საბაგიროსთან წარადგინოს პროექტში მონაწილე სასტუმროში განთავსების საფასურის გადახდის ქვითარი, სასტუმროს ინვოისი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.