გუდაური-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (ფოსტა), გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.