საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე, მდინარე ბიდარასთან მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ჩატარდება საავტომობილო გზის სავალი ნაწილის სარემონტო სამუშაოები.
უწყების ცნობით, ამის გამო 2019 წლის 27 მარტს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, ზემოაღნიშნული საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.