გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩარჩენილი ხალხი და ავტოტრანსპორტი გამოყვანილია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთიდან ჩარჩენილი ხალხი და ავტოტრანსპორტი გამოყვანილია.
უწყების ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე დღეს დილით, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
მოძრაობის შეზღუდვამდე გუდაური-კობის მონაკვეთზე მოცურდა მისაბმელიანი ტრანსპორტი, რამაც საავტომობილო გზის დაკეტვა, ავტობუსისა და რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩარჩენა გამოიწვია.
„საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციის, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლებმა ყველა საჭირო სამუშაო ჩაატარეს ჩარჩენილი ავტოტრანსპორტისა და ხალხის უსაფრთხოდ გამოსაყვანად“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გუდაური-კობის მთელი მონაკვეთის გაწმენდით სამუშაოებს დაწესებული რეჟიმის მოხსნის შედეგ დაიწყებს.