გუდაური-კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
გუდაური-კობის მონაკვეთის ერთ ნაწილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გზის წმენდა დაწყებულია გუდაურიდან, გუდაური-კობის პირველ მონაკვეთზე (კმ93-კმ99).

მათივე ცნობით, ზვავსაშიშროების რეჟიმი რჩება გუდაური-კობის მეორე მონაკვეთზე (კმ100-კმ106), სადაც გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

„კობის მხრიდან მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და ზვავსაშოშროების მოხსნისთანავე დაიწყება გზის წმენდის სამუშაოები ორივე მხრიდან“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდება დაგროვილი ავტოტრანსპორტის გატარება.