გუდაური-კობის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტისათვის გადაადგილება თავისუფალია
გუდაური-კობის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტისათვის გადაადგილება თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს ზვავსაშიშროების გამო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.