გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატრებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამ ეტაპზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად“, – აცხადებენ უწყებაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.