გუდამაყრის ხეობაში მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას სპეციალური აღჭურვილობით ცდილობენ
გუდამაყრის ხეობაში ამ დროისთვის ღია ცეცხლი არ ფიქსირდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე დილამდე დარჩება ცოცხალი ძალა, 20 მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით. როგოც უწყებაში აცხადებენ, რთული რელიეფური პირობების გამო, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. მეხანძრე-მასველებს ცეცხლის ქრობა სპეციალური აღჭურვილობით უწევთ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ადგილას, ახლოს არ არის მასიური ტყე და არც დასახლებული პუნქტი.