გუდამაყარში ტყის ქვედა საფარზე ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ამ დრომდე ადგილზე რჩება 80 მეხანძრე-მაშველი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა სპეციალური ტექნიკით ხანძრის მცირე კერების ლიკვიდაციას.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ადგილზე რთული რელიეფის გამო სახანძრო მანქანები ვერ მივიდნენ და მაშველებს ფეხით უწევდათ სპეცტექნიკის მიტანა. დამწვარია 5 ჰექტარზე მეტი ფართობი, ბალახის საფარი.