გუდაბერტყას ნამოსახლართან არქეოლოგიური ძეგლის ვიზიტორები გადასახედი მოედნით სარგებლობას შეძლებენ
გუდაბერტყას ნამოსახლართან არქეოლოგიური ძეგლის ვიზიტორები გადასახედი მოედნით სარგებლობას შეძლებენ

გუდაბერტყას ნამოსახლართან ახალი ტურისტული ნაგებობა იხსნება. ინფორმციას ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

არქეოლოგიური ძეგლის ვიზიტორები ამიერიდან გადასახედი მოედნით სარგებლობას შეძლებენ, რომლიდანაც კონფლიქტის ზონის ტერიტორია უშუალო თვალთახედვის არეალში ხვდება.

ბაქანზე მოწყობილია საინფორმაციო ბანერები, რომლითაც უცხოელი და ადგილობრივი მოქალაქეები არქეოლოგიური ძეგლის შესახებ მიღებული ცნობების მიღმა, კონფლიქტური რეგიონის ირგვლივ და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებაც მიიღებენ სათანადო ინფორმაციას.

ახლო მომავალში მოედანზე ტურისტული ბინოკლიც განთავსდება, რაც ვიზიტორებს ცხინვალის რეგიონის მაქსიმალური სიახლოვით ვიზუალური ხედვის საშუალებას მისცემს. არქეოლოგიურ ობიექტზე მისულ ტურისტებს არქეოლოგიური გათხრების პროცესისა და მისი მიმდინარეობისას აღმოჩენილი არტეფაქტების გაცნობის საშუალებაც ექნებათ.