გუბერნატორის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში ბელგოროდზე იერიშის შედეგად დაიღუპა რვა და დაშავდა 40 ადამიანი
ბელგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, ორი დღის განმავლობაში რვა ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, დღეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ქალაქ ბელგოროდის საჰაერო სივრცეში შვიდი სამინზე გაანადგურა. დღეს ბელგოროდის ოლქში საჰაერო განგაში სამჯერ იყო გამოცხადებული. დღევანდელ იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში გუშინაც განხორციელდა, რომლის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა.
რუსეთის მთავრობამ თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა.