გუბერნატორი რონ დესანტისი აცხადებს, რომ ფლორიდა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე საკუთარ გამოძიებას ჩაატარებს
ფლორიდა ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით საკუთარ გამოძიებას ჩაატარებს, – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა გამოაცხადა, რომ მისი შტატი ჩაატარებს საკუთარ გამოძიებას ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით.
„ხალხი იმსახურებს სიმართლეს მკვლელის შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო მან ყოფილი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის ამჟამინდელ კანდიდატამდე 500 იარდის დაშორებით მისვლა“, – წერს დესანტისი სოციალურ ქსელში.