გუბაზ სანიკიძე - ყაზარმულზე ვართ, ასეთი ორგანიზებული მარტო ოპოზიცია კი არა, ქართველები დიდგორის ბრძოლის მერე აღარ ვყოფილვართ
გუბაზ სანიკიძე - ყაზარმულზე ვართ, ასეთი ორგანიზებული მარტო ოპოზიცია კი არა, ქართველები დიდგორის ბრძოლის მერე აღარ ვყოფილვართ

ასეთი ორგანიზებული მარტო ოპოზიცია კი არა, ქართველები დიდგორის ბრძოლის მერე აღარ ვყოფილვართ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „კავკასიის“ ეთერში პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, ოპოზიცია სულ პარლამენტშია.

„ყაზარმულზე ვართ. ძალიან გახარებული ვარ ამ საქმით. იქა ვართ სულ. მორიგეობა არის დარბაზში და ჩვენი ტელეფონები აქვთ კოლეგებს. როგორც კი რაღაც საეჭვო ხდება, იმ წუთშივე ზარები მოდის და ჩავრბივართ დარბაზში. ასეთი ორგანიზებული მარტო ოპოზიცია კი არა, ქართველები დიდგორის ბრძოლის მერე აღარ ვყოფილვართ. ისეთი ორგანიზებული ვართ. დღეს დავით ბაქრაძე მოვისაკლისეთ თვალში, თურმე წყლის დასალევად იყო გასული“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.