გუბაზ სანიკიძე პოლიციელებს - ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა ორლულიანი თოფებით და თქვენზე დაიწყებენ ნადირობას, ფრთხილად იყავით, თორემ სახელით და გვარებით მოგაკითხავთ ყველას

ამ გაწევ-გამოწევაში და ბავშვების ცემა-ტყეპაში ვინმე არ შემოგაკვდეთ, თორემ პიკეტი კი არა, ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა ორლულიანი თოფებით და თქვენზე დაიწყებენ ნადირობას, – ამის მიმართა გუბაზ სანიკძემ „კავკასიის“ ეთერში პოლიციელებს.

გუბაზ სანიკიძემ სამართალდამცველებს მიმართა, რომ „ხალხის მხარეს დადგნენ“.

„ფრთხილად იყავი, ბიძინა, ვინმე არ შემოგაკვდეს. პოლიცია, ფრთხილად იყავით, თორემ სახელით და გვარებით მოგაკითხავთ სუყველას. ტყავში დაეტიეთ, პოლიციელებო, აღარ გიჩლიქავთ ენას. თუ რამის თავი გაქვთ, ქენით რა, დადექით ხალხის გვერდზე. რაის კაცები ხართ თქვენ, ინგუშეთში სპეცრაზმი და პოლიცია ხალხის მხარეზე გადავიდა, ვერ გაბედა და ხელი ვერ გაანძრია ფედერალურმა ხელისუფლებამ რუსეთში, გადააგდეს ევკუროვი ინგუშეთი პრეზიდენტი. მთელი სპეცრაზმი და პოლიცია ხალხის მხარეზე გადავიდა. რისი კაცები ხართ თქვენ? ბიძინას მონები ხართ. რომელ ბრძანებას ასრულებთ, რომაელმა ლეგიონერებმაც ბრძანება შეასრულეს, როცა ქრისტე გააკრეს ჯვარზე, ჩემთვის ქრისტე და სამშობლო ერთი და იგივეა. სამშობლოს აკრავთ თქვენ ჯვარზე. რომელ კანონს იცავთ, კობახიძის კანონს? სახელმწიფო გადატრიალებს აწყობდნენ, თურმე ახალგაზრდები. გავრილოვი ვინ ჩასვა იქ, ჩვენ ჩავსვით? ზვიად გამსახურდიას სავარძელში რა უნდოდა ვინმე გავრილოვს. ქართველების მოძულეს რა უნდოდა, პოლიციელებო, რატომ იჯდა ზვიად გამსახურდიას სავარძელში? ჩვენ ჩავსვით, ოპოზიციამ, თუ ამ ბავშვებმა ჩასვეს. მაგ თქვენმა ნაძირალა ბიძინამ ჩასვა და ასე გიპირებთ. წადით, დაიკერეთ რუსული პაგონები, რაღას ელოდებით. გადადით ლარსის ქედზე და დაგირიგებთ პუტინი ჩინ-მენდლებს. ვის ემსახურებით, ბიძინას? ბიძინაა თქვენი სამშობლო? ყველა როგორ გვჯობნის, გულგასიებული ვარ, რა ქნეს ინგუშმა პოლიციელებმა, მომიტინგეებთან ერთად ლოცულობდნენ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.