გუბაზ სანიკიძე - ფაქტია, რომ პოლიტიკურ სპექტრს, რისი წარმომადგენელიც მე ვარ, არ აქვს უნარი, რამე შეცვალოს
გუბაზ სანიკიძე - ფაქტია, რომ პოლიტიკურ სპექტრს, რისი წარმომადგენელიც მე ვარ, არ აქვს უნარი, რამე შეცვალოს

ფაქტია, რომ პოლიტიკურ სპექტრს, რისი წარმომადგენელიც მე ვარ, არ აქვს უნარი, რომ რამე შეცვალოს, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გუბაზ სანიკიძემ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, ქართული სახელმწიფო დღეს არის ვალოდია ჯინჭარაძის სახელმწიფო და საერთოდ აღარ ახსოვთ.

„გრანდიოზული პროცესი მიდის. ეს ხელისუფლება კი წარმოადგენს ჩვენთვის საფრთხეს, მაგრამ, როგორც ჩანს, დიდხანს ვერ გაძლებს. გაზაფხულზე ყველა სერიოზულ გარდატეხას ველოდებით უკრაინაში. საქართველოში არაფერს არ ველოდები, რადგან ჩვენ ვართ განადგურებული და მიწაზე გართხმული სახელმწიფო. ფაქტია, რომ პოლიტიკურ სპექტრს, რისი წარმომადგენელიც მე ვარ, არ აქვს უნარი, რომ რამე შეცვალოს. რაც შეეხება ქართულ სახელმწიფოს, ჩვენ ვართ სახელმწიფო ვალოდია ჯინჭარაძე, რადიატორთან ვსხედვართ. საერთოდ არავის აღარ ვახსოვართ. ეს გააკეთა ამ ხელისუფლებამ და ძვირად დაუჯდება უახლოეს პერიოდში. დავანებოთ თავი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ განცხადებებს. მანდ ფასეული არის მათი ბელადი, რომელიც მიმალვაშია“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.