გუბაზ სანიკიძე - ძალიან დაბალი ნდობის ხარისხი მაქვს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, დანამდვილებით ვიცი, რომ ძალიან ბევრი თანამშრომლობს ხელისუფლებასთან
გუბაზ სანიკიძე - ძალიან დაბალი ნდობის ხარისხი მაქვს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, დანამდვილებით ვიცი, რომ ძალიან ბევრი თანამშრომლობს ხელისუფლებასთან

ძალიან დაბალი ნდობის ხარისხი მაქვს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, დანამდვილებით ვიცი, ძალიან ბევრი თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, – ამის შესახებ დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

სანიკიძე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ასპროცენტიანი ნდობა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქვს.

გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ სწორედ სააკაშვილის თანამებრძოლად მიიჩნევს თავს.

„ძალიან დაბალი ნდობის ხარისხი მაქვს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ. ზოგთან შედარებით ნაკლები, მაგრამ ზოგთან განულებული მაქვს ნდობის საკითხი, რადგან დანამდვილებით ვიცი, ძალიან ბევრი თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. ერთ კაცში ვარ ბოლომდე დარწმუნებული, ასი პროცენტით, რომელიც ამ ხელისუფლებასთან შეკრული არ არის, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მის თანამებრძოლად ვთვლი თავს. მე საკმაოდ მაღალი კატეგორიები მაქვს, ჩემი მოტივაცია, რატომ მოვედი ამ საქმეში, მგონი, ყველასთვის ცნობილია. ჯერ კიდევ რომ ბიბინებდა წითელი ბოლშევიკური ხელისუფლება, მაშინ ვიყავი ამ საქმეში. ბევრი არ მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ჩემი ხნისაა და ზოგი ჩემზე უფროსია. ხელისუფლებაში მოექცნენ ადამიანები, რომლებსაც არასდროს უფიქრიათ ქართულ სახელმწიფოზე. ერთადერთი კაცი, ვინც ვიცი, რომ ამ ხელისუფლებას არ ეპუება, ეს დაამტკიცა და კიდევ დაამტკიცებს, სიურპრიზებს ველოდოთ. მიხეილ სააკაშვილის გამჩერებელი ეს ხელისუფლება არ არის, პუტინი არ არის მისი გამჩერებელი და ის არის ახლა პუტინის ტყვეობაში. ოპოზიცია ამ სახით გაილევა და რაღაც ახალი უნდა ჩამოყალიბდეს. ეს ვაკუუმი დიდხანს ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა სანიკიძემ.