The Guardian - რატომ არის საქართველო ნატურალური ღვინის ინდუსტრიის ჰაბი 
The Guardian - რატომ არის საქართველო ნატურალური ღვინის ინდუსტრიის ჰაბი 

რატომ არის საქართველო ნატურალური ღვინის ინდუსტრიის ჰაბი – ამ სახელწოდებით ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, შავი ზღვის ქვეყანაში ათასობით წლის განმავლობაში ტრადიციული მეთოდებით ამზადებდნენ ღვინოს. სტატიაში საუბარია ქვევრის მნიშვნელობაზეც. The Guardian ასახელებს კახეთს, როგორც საქართველოში ღვინის წარმოების ცენტრალურ რეგიონს და ქვევრს, როგორც მის მთავარ სიმბოლოს.

სტატიაში საუბარია ქართველ მეღვინეებზე, რომლებიც ძველი წესით თანამედროვე ღვინოს ამზადებენ.

„ქართული ღვინოები აუცილებელად აღმოჩნდებიან მსოფლიოს საუკეთესო რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებში.

ეს არის სიმბოლო, რამდენად ამაყობენ ქართველები იმით, რომ არიან უძველესი მეღვინეობის ქვეყნა მსოფლიოში: გასული წლის ნოემბერში არქეოლოგებმა თბილისში უძველესი ქვევრის ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც 8000 წლით თარიღდება, ეს ადასტურებს, რომ საქართველო უძველესი ღვინის სამშობლოა“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა ასევე ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანას.

​​