მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგორი როდჩენკოვი ვარაუდობს, რომ რუსული სპორტი ვერასოდეს მოაგვარებს დოპინგის პრობლემას.
ცნობილი რუსული დოპინგსკანდალის მთავარ მოწმესა და მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს ინფორმატორს მიაჩნია, რომ ქვეყანას საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საკუთარი თავის წარმოჩენის მხოლოდ ორი ხერხი აქვს.
„რუსული სპორტი არასოდეს იქნება სუფთა. ის სუფთა არც არასოდეს ყოფილა. რუსეთს მხოლოდ ორი რამით შეუძლია წარმოაჩინოს თავი მთელი მსოფლიოს წინაშე – სპორტი და ომი. ამიტომაც, სპორტსმენებს არ აქვთ არჩევანი: ან დოპინგს იღებ, ან შენს ადგილს ვინმე სხვა დაიკავებს. არავინ დახარჯავს დროსა და ფულს სუფთა სპორტსმენებში“, – განაცხადა როდჩენკოვმა NRK-სთან.