დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური კომიტეტი რუსეთის სრულ მოკვეთას ითხოვს
დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური კომიტეტი რუსეთის სრულ მოკვეთას ითხოვს

დიდი ბრიტანეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა „დეილი მეილისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მოუწოდა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს – რუსეთი ოთხი წლით სრულად ჩამოაცილოს სპორტს.

„ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე რუსების მიერ დოპინგის სისტემატურმა გამოყენებამ საფრთხე შეუქმნა მთელს ოლიმპიურ მოძრაობას. ჩვენ მოვუწოდებთ მაქსიმალურად მკაცრი სასჯელი გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წინ.

2018 წელს, პიონჩანგის ოლიმპიადაზე ბრიტანელი სპორტსმენები რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ იბრძოდნენ. ასეთი რამ არ უნდა განმეორდეს.

იმ სასჯელის შემდეგაც, რომელიც პიონჩანგის თამაშების წინ გამოიტანეს, რუსები მაინც აგრძელებდნენ დოპინგსიჯებით მანიპულირებას. მათ არ გააჩნიათ არანაირი პატივისცემა ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტსმენების მიმართ“, – თქვა რობერტსონმა.