დონალდ ტრამპმა „როდჩენკოვის აქტს“ ხელი მოაწერა
დონალდ ტრამპმა „როდჩენკოვის აქტს“ ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ანტისადოპინგო კანონპროექტს, რომელსაც მოსკოვის ანტისადოპინო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელისა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ინფორმატორის გრიგორი როდჩენკოვის საპატივცემულოდ დაარქვეს სახელი.

„როდჩენკოვის აქტი“ შესაძლებლობას აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს – სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს პირები, რომლებიც ანტისადოპინგო წესებს დაარღვევენ იმ ტურნირებზე, სადაც ამერიკელი სპორტსმენები გამოდიან. სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას ერთი მილიონი დოლარის ოდენობით და 10 წლამდე პატიმრობას.