გრიგორი კარასინმა თანამდებობა დატოვა 
გრიგორი კარასინმა თანამდებობა დატოვა 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გრიგორი კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

ამასთან, პუტინმა კარასინის ნაცვლად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ევგენი ივანოვი დანიშნა.