გრიგორი კარასინი - საფრთხე ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, როდესაც ისმის ისეთი მოწოდებები, როგორიც მაგალითად, დეპუტატ ბობაშვილის (აკაკი ბობოხიძე) მხრიდან
გრიგორი კარასინი - საფრთხე ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, როდესაც ისმის ისეთი მოწოდებები, როგორიც მაგალითად, დეპუტატ ბობაშვილის (აკაკი ბობოხიძე) მხრიდან

საფრთხეები ჯერ არ არსებობს, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, როდესაც ისმის ისეთი მოწოდებები, როგორიც მაგალითად, ისმოდა თქვენი დეპუტატის ბობაშვილის (აკაკი ბობოხიძე) მხრიდან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

გრიგორი კარასინმა თავდაპირველად აკაკი ბობოხიძის გვარი ვერ გაიხსენა და იგი ბობაშვილად მოიხსენია.

მისივე თქმით, ბევრი უპასუხისმგებლო განცხადება ისმის, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მისი მოქალაქეები არ დაზარალდნენ.

„რაც შეეხება შეზღუდვების ვადას, ეს ყველაფერზეა დამოკიდებული, ჩვენ კონკრეტულ პირობებს არასოდეს ვაყენებთ. თუ სიტუაცია ნორმალიზდება, თუ ყველაფერი პროგნოზირებადი იქნება, რბილად და ინტელიგენტურად, მაშინ ყველაფერი გაირკვევა. რას ნიშნავს ინტელიგენტურად? – შევხედოთ ეს შემოქმედებითი საკითხია“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.