გრიგორი კარასინი - როგორც მოსალოდნელი იყო, ახლა დასავლეთი იწყებს საქართველოსთვის ხელების გადაგრეხვას რუსეთთან ზედმეტად მშვიდი ურთიერთობების გამო
როგორც მოსალოდნელი იყო, ახლა დასავლეთი იწყებს საქართველოსთვის ხელების გადაგრეხვას რუსეთთან ზედმეტად მშვიდი ურთიერთობების გამო, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი ტელეგრამარხზე წერს.
როგორც კარასინი აღნიშნავს, ასეთია საერთაშორისო საქმეებში თამაშის ახალი წესები განურჩევლად ისტორიის, გეოგრაფიისა და სახელმწიფოს საკუთარი პრეფერენციებისა.
„ვაშინგტონმა გადაწყვიტა – შეასრულე! ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება აზრს მოკლებულია!“ – წერს გრიგორი კარასინი ტელეგრამარხზე.