გრიგორი კარასინი - ახალ წლამდე ფრენების აღდგენაზე რამე გადაწყვეტილებას არ უნდა ველოდოთ
ვიფიქრებთ, როდის, როგორ, რა ფორმით განახლდება პირდაპირი რეისები საქართველოსა და რუსეთს შორის, – ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა, გრიგორი კარასინმა პრაღაში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გრიგორი კარასინმა აღნიშნა, ახალ წლამდე ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, თუმცა შეთანხმება მიღწეულია, რომ საკითხზე მხარეები იფიქრებენ.
„ეს თემაც განვიხილეთ. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, თუმცა არ უნდა ველოდოთ რამე გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენის თაობაზე ახალ წლამდე. თუმცა ვიფიქრებთ, როდის, როგორ, რა ფორმით განახლდება პირდაპირი რეისები. ამაზე შეთანხმება მიღწეულია. ვიფიქრებთ ამ თემაზე და ყურადღებით დავაკვირდებით ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, თბილისის ქუჩებში, ქართულ საზოგადოებაში არსებულ, შექმნილ იმ ატმოსფეროს, რომელიც რუსეთს უკავშირდება, რადგანაც ეს მოვლენები ერთმანეთიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.