გრიგორი კარასინი - არ წყნარდებიან სააკაშვილის პარტიის აქტივისტები, ვის უშლის ხელს რუსეთთან წყნარი ურთიერთობები? პასუხი ზოგადად ნათელია, თუმცა მაინც
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი ბათუმში რუსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხმაურება.
„არ წყნარდებიან სააკაშვილის პარტიის აქტივისტები. რუსეთისა და რუსებისადმი მის მიერ დანერგილი სიძულვილის ბაცილა ცოცხალია. ის ხან სულს ღაფავს, ხან კვლავ იჩენს თავს. რას მიაღწიეს სააკაშვილის მყვირალა მხარდამჭერებმა ბათუმში ჩვენივე ლაინერით ჩასული ტურისტების წინააღმდეგ გამართული აქციით? ვის უშლის ხელს რუსეთთან წყნარი ურთიერთობები? პასუხი ზოგადად ნათელია. თუმცა მაინც…“ – წერს ტელეგრამარხში გრიგორი კარასინი.