გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთი მზად იყო, გაეუქმებინა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი, თუმცა ბოლო დროის მოვლენების გამო ეს საკითხი გადაიდო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი მზად იყო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო აღნიშნული საკითხი გადაიდო.
ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში შესაბამის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
„დიახ, ნამდვილად, ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა და ჩვენ პრინციპულად მზად ვიყავით ამისთვის. თუმცა არ გამოვიდა, მოგვიწევს დაველოდოთ უკეთეს დროს.
ჩვენ სავიზო რეჟიმი მაქსიმალურად ლიბერალური გავხადეთ. რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, დაპატიჟოს საქართველოდან ის, ვისაც საჭიროდ თვლის. რუსეთში ჩასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. ამასთან, ჩვენ მზად ვიყავით, წინ წავსულიყავით – ვიზების გაუქმებამდე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.