დღეს გრიგოლეთის სანაპირო ზოლზე დასუფთავების აქცია მოეწყო.
აქციაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრთან” ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
„გრიგოლეთში სანაპირო ზოლის დასუფთავება სისტემატურად გაგრძელდება. დაემატება შესაბამისი პერსონალი, რომელიც ყოველდღიურად გაიტანს ტერიტორიიდან ნარჩენებს. ასევე სანაპიროზე ნარჩენებისთვის ურნები განთავსდება“, – აცხადებენ ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურში.