გრიგოლ ვაშაძის პასუხი კითხვაზე, რატომ არ იყო დაცული რეგულაციები „ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებაზე - პასუხისმგებლობა ეკისრება კორონავირუსს, შემიძლია, მიგაგზავნოთ მასთან, რომ დაელაპარაკოთ
გრიგოლ ვაშაძის პასუხი კითხვაზე, რატომ არ იყო დაცული რეგულაციები „ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებაზე - პასუხისმგებლობა ეკისრება კორონავირუსს, შემიძლია, მიგაგზავნოთ მასთან, რომ დაელაპარაკოთ

პასუხისმგებლობა ეკისრება აბსოლუტურად მთლიანად კორონავირუსს და შემიძლია, მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ დაელაპარაკოთ მას, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს კითხვაზე – რატომ არ იყო ბათუმის ბულვარში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე რეგულაციები დაცული და იღებს თუ არა ამაზე პასუხისმგებლობას.

„ჩვენ ვუყურეთ ბატონ გახარიას შეხვედრას და გადავწყვიტეთ, რახან საქათველოს პრემიერ- მინისტრი ასეთ შეხვედრებს ატარებს, ესე იგი ყველას შეუძლია, ჩაატაროს. აბსოლუტურად ერთნაირი იყო. შემდეგი შეკითხვა.

საშიშროება ნამდვილად არის, მაგრამ სამწუხაროდ, ვართ კორონავირუსში და წინასაარჩევნო კამპანიაში. ახლა წინასაარჩევნო კამპანია რომ შევწყვიტოთ, ოთხი წელი კიდევ უნდა ვუყუროთ იმ ხალხს, ვინც საქართველოს მოსახლეობის მილიონ ორასი ათასამდე გაყარა ემიგრაციაში, უნდა ვუყუროთ ადამიანებს, რომლებმაც ბათუმიც გააჩერეს, მთელი საქართველოც გააჩერეს. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და არ ველოდით, არ ვიცოდით, ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა. რამე სხვა შეკითხვა გაქვთ სერიოზული? პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად კორონავირუსს და შემიძლია, მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ დაელაპარაკოთ მას“, – განაცხადა ვაშაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ – ძალა ერთობაშია“ ბათუმის ბულვარში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და საარჩევნო პროგრამა წარადგინა.