გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა მას უთხრა, რომ საქართველოში ჩამოსვლას ნანობს
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა მას უთხრა, რომ საქართველოში ჩამოსვლას ნანობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ოპოზიციონერ დეპუტატ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა მას უთხრა, რომ საქართველოში ჩამოსვლას ნანობს.

განცხადება ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა.

შეკითხვაზე, როდესაც ბოლოს სააკაშვილს ელაპარაკა, რა შეატყო, ნანობს, რომ საქართველოში ჩამოვიდა? გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა – დიახ.

„რა მითხრა, ამაზე ვერ დაგელაპარაკები, რადგან მიშას ნებართვა არ მაქვს, მაგრამ შენს შეკითხვაზე გპასუხობ – დიახ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.