„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა უკვე მისცა.
პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„უამრავი საჩივარი და შენიშვნებია უკვე. ამომრჩევლის აქტივობა ნორმალურია. მე მინდა, მივმართო ამომრჩეველს, გადადეთ ყველა საქმე და მიდით არჩევნებზე, რადგან თქვენ ირჩევთ საქართველოსა და თქვენი შვილების მომავალს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ხმა ქუთაისის 22-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევს.