გრიგოლ ვაშაძე - წყალწაღებული ბიძინას ეჭიდებოდაო, ეგრეა „ევროპული საქართველოს“ საქმე
გრიგოლ ვაშაძე - წყალწაღებული ბიძინას ეჭიდებოდაო, ეგრეა „ევროპული საქართველოს“ საქმე

წყალწაღებული ბიძინას ეჭიდებოდაო, ეგრეა „ევროპული საქართველოს“ საქმე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ბათუმში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ამ წუთებში ვაი ოპოზიცია და ვითომ ოპოზიცია იძახის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშისთვის მოდის და არ მისცეთ ამის საშუალებაო. გვარებს არ დავასახელებ და თქვენ იცით, ისინი არიან დემოკრატები და ზალიკო უდუმაშვილი რევანშისთვის მოდის? გაგიგიათ ასეთი უტიფარი თავხედობა? მაგრამ, წყალწაღებული ბიძინას ეჭიდებოდაო, ეგრეა მაგათი საქმე“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.