გრიგოლ ვაშაძე - ვანო მერაბიშვილს ჩემთვის ჯერ არ მოუმართავს, როგორ გიპასუხოთ კითხვაზე, ღია არის თუ არა მისთვის „ნაციონალური მოძრაობა“
„ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილს პარტიაში გაწევრიანების თხოვნით ჯერ არ მიუმართავს.
ჟურნალისტების კითხვაზე, ვანო მერაბიშვილისთვის ღიაა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გასცემს.
„ვანო მერაბიშვილს ჩემთვის ჯერ არ მოუმართავს, თავის გეგმებზე არაფერი უთქვამს და კითხვაზე როგორ გიპასუხოთ? ბებიას ერთი რაღაც რომ ჰქონდეს, ბაბუა იქნებოდა. იმაზე ნუ მელაპარაკებით, რაც რეალობაში არ არის. როცა რეალობა იქნება, კითხვები შემდეგ დამისვით. ჩემთან არანაირი კონტაქტი, არავითარი ზარი, არავითარი თხოვნა, არავითარი აზრის გაზიარება და გეგმის დასახვა არ ყოფილა“, – განაცხადა ვაშაძემ.