მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დვანის მოსახლეობას შეხვდა.
ვაშაძის განაცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.
ვაშაძის საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდაა დარჩენილი, აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აპროტესტებს, ასევე, აწუხებთ გაუარესებული უსაფრთხოების მდგომარეობა, ოკუპანტების მხრიდან ადამიანების დაკავება, სასოფლო სამეურნეო მიწების მიტაცება.
ვაშაძის თქმით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, ოკუპაციით მიყენებული ზიანის კომპენსაცია მოხდება.