გრიგოლ ვაშაძე - საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს, ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არ გვაქვს
გრიგოლ ვაშაძე - საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს, ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არ გვაქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს.

როგორც მან დღეს ფილარმონიაში, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა, გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

„ჩვენ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ გვქონია. ჩვენ გვქონია კრიმინალური ტერორის პირობებში ჩატარებული,  ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალური ფარსი. ზუსტად ამიტომ ჩვენ ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ, საქართველოს პრეზიდენტი არა ჰყავს, პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, რა უსულო საგანიც არ უნდა შეიტანოს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც არ იტყვიან, რომ პრეზიდენტის სასახლე არის, ის ჩვენი პრეზიდენტი არ იქნება და ჩვენ ამ უსულო საგნის მიმართ არავითარი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები არა გვაქვს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში და აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს.