გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო კომისიის წევრებს მოუწოდებს, თავიანთი მოვალეობა კეთილსინდისიერად შეასრულონ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
როგორც მან ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ფიქსირდება ამომრჩეველთა მოსყიდვისა და გაყალბების შემთხვევები.
„თხოვნით მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებს, მიბრძანდით არჩევნებზე და გამოიყენეთ შესაძლებლობა, აირჩიოთ თქვენი შვილების მომავალი. ჩვენს გამარჯვებას გრძნობს „ქურდული ოცნება“ და უკვე ასობით შემთხვევაა გაყალბებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის“, – განაცხადა ვაშაძემ.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ხელისუფლების მხრიდან 17:00 დან 20:00 საათამდე ე.წ. კარუსელის დატრიალება და მასობრივი გაყალბება იგეგმება.
გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო კომისიის წევრებს მოუწოდებს, თავიანთი მოვალეობა კეთილსინდისიერად შეასრულონ.