გრიგოლ ვაშაძე - პუტინს რითი უფრო აამებ, ტელევიზორიდან განცხადებით, თუ სამ საერთაშორისო ორგანიზაციაში ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ნამგალივით ესობა პუტინს
გრიგოლ ვაშაძე - პუტინს რითი უფრო აამებ, ტელევიზორიდან განცხადებით, თუ სამ საერთაშორისო ორგანიზაციაში ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ნამგალივით ესობა პუტინს

ამ ხელისუფლების ტრაგედია ხშირად მოქმედება კი არ არის, არის ტვინის დაულაგებლობა, როცა ვერბალურად ვერ ამბობ, რისი თქმა გინდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

გაერო-ში საქართველოს ხელისუფლებამ ხმა მისცა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, საქართველომ მისცა ხმა ევროპის საბჭოდან რუსეთის გარიცხვას, დიდი ბრიტანეთის ინიციატივას საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმის აღძვრას მისცა ხმა, ამ ხელისუფლების ტრაგედია ხშირად მოქმედება კი არ არის, ამ ხელისუფლების ტრაგედია არის ტვინის დაულაგებლობა, როცა ვერბალურად ვერ ამბობ, რისი თქმა გინდა.

რეზოლუცია რომ გამოგაქვს ახლა პარლამენტში ევროპის მხარდამჭერი – რუსეთს რა უფრო აღიზიანებს შენ გამოხვიდე და გაიმეორო ის, რაც მაშველ რგოლად გადმოგიგდო ქალბატონმა ელჩმა, კელი დეგნანმა – „ჩვენ საქართველოსთან მუდმივ კავშირში ვართ და განხილვაში იმყოფება საკითხები სანქციებზე“, დალოცვლიშვილო, რას იგონებ სანქციებს, როცა შეგიძლია იგივე გააკეთო. პუტინს რითი უფრო აამებ, ტელევიზორიდან განცხადებით, თუ იმით, რომ მის საწინააღმდეგოდ სამ საერთაშორისო ორგანიზაციაში დგამ ისეთ ნაბიჯს, რომელიც ნამგალივით ერთ ადგილას ესობა პუტინს?“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.