გრიგოლ ვაშაძე - მოვლენების ლოგიკა გვაჩვენებს, რომ აბსოლუტურად სწორი ვიყავი
გრიგოლ ვაშაძე - მოვლენების ლოგიკა გვაჩვენებს, რომ აბსოლუტურად სწორი ვიყავი

თვლა არ დამიწყია, ვიცი, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცი, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვას, იზიარებენ თუ არა მის პოზიციას პარტიაში.

ვაშაძის თქმით, მისთვის თანაპარტიელების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

„თვლა არ დამიწყია, ვიცი, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცი. არავისთან არაფერი არ შემითანხმებია, მაგრამ იმ ადამიანების, მათ შორის მესამე პრეზიდენტის, აზრი და მხარდაჭერა, ღია ან პირადული, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.

კითხვაზე, როგორია გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პოზიცია, ვაშაძემ უპასუხა: „ზოგმა მოვლენების განვითარების დალოდება ამჯობინა, ზოგმა მხარდაჭერა ღიად გამოხატა, ზოგმა სრულიად სწორად, კონსტიტუციური უფლება გამოიყენა და თავისი აზრი გამოთქვა. თვლას ნუ დავიწყებთ. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს ყველაფერი ისე არ დამთავრდეს, როგორც საქართველოს მოქალაქეს უნდა, მაგრამ მოვლენების ლოგიკა გვაჩვენებს, რომ აბსოლუტურად სწორი ვიყავი”.