გრიგოლ ვაშაძე - ძალიან „ევროპულ საქართველოს“ რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება მათი გაკეთებულია
გრიგოლ ვაშაძე - ძალიან „ევროპულ საქართველოს“ რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება მათი გაკეთებულია

ძალიან „ევროპულ საქართველოს“ რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება მათი გაკეთებულია, მერე გავიდნენ პარტიიდან და ამათ გონიათ, რომ ხალხს დაავიწყდება, ეს უბედურება ვისი გაკეთებული იყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ხოდაშენში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, შარშან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ქუთაისში „ქართულმა ოცნებამ“ და „ევროპულმა საქართველომ” უამრავი ფული დახარჯეს, თუმცა მეორე ტური თავიდან ვერ აიცილეს.

„ახლა რომ ძალიან „ევროპულ საქართველოს“ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება მათი გაკეთებულია, მერე გავიდნენ პარტიიდან და ამათ გონიათ, რომ ხალხს დაავიწყდება ეს უბედურება, ეს შეცდომები და დანაშაულები ვისი გაკეთებული იყო. „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართული ოცნებამ“, ბევრი ფული დახარჯეს, მაგრამ მაინც ვერ აიცილეს თავიდან მეორე ტური. მაინც მოვუგებდით, უბრალოდ ისე გააყალბეს, რომ ამ კლოუნიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლებელი იყო”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.