გრიგოლ ვაშაძე - დავიღალე, რადგან მოქალაქეს, რომელიც მეუბნება ხმას მოგცემთ და ამ ხმას დაიცავთ? გამოდის, ამ ადამიანებს 2017 წლიდან მე პირადად ვატყუებ, ამის მოთმენა აღარ შემიძლია
მე პირადად დავიღალე, რადგან მოქალაქეს ველაპარაკები და ის მეუბნება: ბატონო გრიგოლ, ხმას მოგცემთ და ამ ხმას დაიცავთ? გამოდის, რომ ამ ადამიანებს 2017 წლიდან მე პირადად ვატყუებ, ამის მოთმენა აღარ შემიძლია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
„ყველაზე დიდი მიღწევა მაინც იყო 2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ეს რჩება იზოლირებულ ფაქტად. ანუ საქართველოს მოქალაქე ხედავს, რომ კატაკლიზმის, რევოლუციის ტალღის გარეშე, ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია. რა დემოკრატიის და პარტიების მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ? მე პირადად დავიღალე, რადგან მოქალაქეს ველაპარაკები და ის მეუბნება: ბატონო გრიგოლ, ხმას მოგცემთ და ამ ხმას დაიცავთ? გამოდის, რომ ამ ადამიანებს 2017 წლიდან მე პირადად ვატყუებ, ამის მოთმენა აღარ შემიძლია, თუ ამისთვის მარტო დარჩენაა საჭირო, რომ ეს ხმამაღლა თქვა, ამას ხმამაღლა ვამბობ“,- განაცხადა ვაშაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.