გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და ტეხასის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და ტეხასის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი ითვალისწინებს სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების გაცვლით პროგრამებს, სასწავლო და სამეცნიერო კურსებს, ასევე კვლევებსა და ტრენინგებში მონაწილეობას.
ტეხასის უნივერსიტეტთან მემორანდუმი საქართველოს ამერიკის საელჩოს ჩართულობითა და დახმარებით გაფორმდა.
აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, პროგრამა მოიცავს ორ უნივერსიტეტს შორის კავშირების განმტკიცებას, ასევე ფოკუსირებულია საუნივერსიტეტო პრინციპებისა და უნარების გამომუშავებაზე.
„მოხარული ვარ დღეს აქ ყოფნით, როდესაც ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ტეხასის უნივერსიტეტს შორის, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი უმსხვილესი, უდიდესი სასწავლებელი აშშ-ში, ასევე არის პირველი უნივერსიტეტი ტეხასში. ეს ძალიან საინტერესო პროგრამაა, რომელიც მოიცავს კავშირების განმტკიცებას ამ ორ უნივერსიტეტს შორის, ფოკუსირებულია საუნივერსიტეტო პრინციპებისა და უნარების გამომუშავებაზე, ასევე მასწავლებლებზე საქართველოში. ეს არის დიდი დღე, დიდი შესაძლებლობა და საქართველოსა და აშშ-ს შორის განათლების სფეროში ახლო კავშირების კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.