სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ქართველ ვეტერანებს ვეტერანთა დღე მიულოცა. გრიგოლ ლილუაშვილმა ვეტერანებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ ისინი იყვნენ თანამედროვე ქართული უსაფრთხოების სისტემის საფუძვლებთან.
„ბატონო ოფიცრებო, ვეტერანებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს! ფასდაუდებელია ჩვენი სახელმწიფოს წინაშე თქვენს მიერ გაწეული სამსახური. თქვენ, ყველა ერთად, იყავით თანამედროვე ქართული უსაფრთხოების სისტემის საფუძვლებთან. ყველა მოვლენამ, მძიმემ თუ საზეიმომ ჩაიარა თქვენს თვალწინ და უშუალოდ თქვენი მონაწილეობით.
მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა თქვენს მიერ გაწეული უმწიკვლო სამსახურის მიმართ. დიდება ყველა დაღუპულ მებრძოლს, ყველა გმირს. მათ მიერ გაღებული მსხვერპლი ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტია“, – აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა.
საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება.