გრიგოლ ლილუაშვილი - სუს-ის განცხადება იყო გაფრთხილება, რომ კანონით გათვალისწინებული წითელი ზღვარი თუ გადაიკვეთება, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება
გრიგოლ ლილუაშვილი - სუს-ის განცხადება იყო გაფრთხილება, რომ კანონით გათვალისწინებული წითელი ზღვარი თუ გადაიკვეთება, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება

სუს-ის განცხადება იყო გაფრთხილება, რომ კანონით გათვალისწინებული წითელი ზღვარი თუ გადაიკვეთება, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩანაწერები არა სუს-იდან, არამედ იმ ჯგუფებიდანაა, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას მშვიდობიან თანაცხოვრებაში.

„ეს არის ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ფლობს, ეს გაკეთდა პრევენციისთვის, გასაფრთხილებლად. იმ ადამიანებისთვის გაკეთდა, რომლებიც ამაში არიან ჩართულები, რომ თუკი ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. ეს იყო გაფრთხილება, რომ უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს, მეტი არაფერი. რა გითხრათ ახლა, სუს-იდან არ არის ეს ჩანაწერები, არის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას ყოველდღიურ მშვიდობიან თანაცხოვრებაში“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, სუს-მა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები გეგმავენ ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელებას, რომლებშიც გამოყენებული იქნება ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და გამოსახულება.