გრიგოლ ლილუაშვილი - სოსო ოხანაშვილის პეტერბურგის მერიაში მუშაობის შესახებ პრესიდან გავიგეთ, სუს-ს განსაკუთრებული ინტერესი მის მიმართ არ გააჩნია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ სუს-ს რამე განსაკუთრებული ინტერესი მოქალაქე სოსო ოხანაშვილის მიმართ არ აქვს.
ლილუაშვილმა საპარლამენტო მოსმენისას დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვას უპასუხა, რომლის ინფორმაციითაც პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი სანქტ-პეტერბურგის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაცვის უფროსად მუშაობს.
„ეს შეკითხვა დაისვა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენც პრესის მეშვეობით გავიგეთ. თუმცა, ამის თქმა დადასტურებულად არ შეგვიძლია.
რამე განსაკუთრებული ინტერესი ჩვენს სამსახურს საქართველოს მოქალაქე ოხანაშვილის მიმართ არ გააჩნია. შესაბამისად, ჩვენ საჭიროდ არ ვთვლით ამაზე რაღაც დამატებითი კვლევა-ძიება დავიწყოთ“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.