სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ „სოფელ ყობის მიმართულებით არაფერი ხდება“. ამ განცხადებით მან ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, რა ხდება სოფელ ყობის მიმართულებით და გაჰყავთ თუ არა ოკუპანტებს გზა.
„შეიძლება, აქტივისტებს მიმართულება აერიათ. ჩორჩანაში კარგად იცით, რომ რამდენიმე კვირის წინ მოხდა, ოსური მცირე საგუშაგოების აღმართვა და მათი მხრიდან მისკენ მიმავალი გზების შეკეთება ხდება.
სხვა ახალ ტერიტორიებზე მსგავსი სამუშაოების იდენტიფიცირება ჩვენი მხრიდან არ ფიქსირდება.
გააქტიურებულია ცხელი ხაზი, რასაც ნებისმიერი საეჭვო ქმედებისას ეფექტურად ვიყენებთ. ცხელი ხაზით აღნიშნული არ დაფიქსირდა“, – აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, სადაც რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებენ. სუს-ში განმარტავენ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის ტერიტორიაზე უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი არ მიმდინარეობს.